თავში

სხვაობა არ უნდა იყოს თბილისის რომელ უბანში იზრდებიან ჩვენი შვილები - გიორგი გახარია

სხვაობა არ უნდა იყოს თბილისის რომელ უბანში იზრდ
სხვაობა არ უნდა იყოს თბილისის რომელ უბანში იზრდებიან ჩვენი შვილები - გიორგი გახარია

დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდა. მათთან საუბრისას პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა განაცხადა, რომ მათი მთავარი პრინციპი იქნება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან გათავისუფლებული თბილისი. გახარიამ თქვა, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ მივიდნენ მერიაში, გამგეობაში და თავისი პრობლემის შესახებ უფლებამოსილ პირებს დაელაპარაკოს. 

"ჩვენი პრინციპი იქნება თანაბრად განვითარებული თბილისი. როდესაც მწირი ბიუჯეტი გაქვს და გაქვს უბნები სადაც ელემენტარული, საბაზისო ინფრასტრუქტურა არ გაქვს განვითარებული - არ შეიძლება შენ რაღაც ფუფუნების ზონებს იწყობდე ქალაქის ცალკეულ უბნებში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქალაქში განახლება დავიწყოთ, რომ ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა ყველგან თანაბრად იყოს განვითარებული - სკოლა, ბაღი, გზა, ტრანსპორტი - ელემენტარული მუნიციპალური სერვისები და არ გვიწევდეს ჩასვლა ქალაქის ცენტრში. ამას ყველაფერს რომ მოვრჩებით - მერე ფუფუნებაც კარგია, მერე შეიძლება მარმარილოს ფასადებიც, ძალიან კარგი სკვერებიც და ყველაფერი. ეს იქნება ძირითადი პრინციპი - სხვაობა არ უნდა იყოს თბილისის რომელ უბანში იზრდებიან ჩვენი შვილები, მათი თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system