თავში

სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან - მამუკა ხაზარაძე

სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან - მამუკა ხაზარაძე
სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან - მამუკა ხაზარაძე

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრო-რუსული ძალების წახალისება ,- ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.

„ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე შეერთებული შტატების განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system