თავში

კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ, იქ სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვებს ექნებათ გამარჯვების შანსი

კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ, იქ სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვებს ექნებათ გამარჯვების შანსი
კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ, იქ სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვებს ექნებათ გამარჯვების შანსი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს იმ მაჯორიტარულ ოლქში, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებს  ექნებათ გამარჯვების რეალური შანსი. 

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა", - განაცხადა კახა კალაძემ უმრავლსეობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system