თავში

სააკაშვილი: ოქტომბერში მე ვიქნები წინა ხაზზე - VIDEO

სააკაშვილი: ოქტომბერში მე ვიქნები წინა ხაზზე - VIDEO
სააკაშვილი: ოქტომბერში მე ვიქნები წინა ხაზზე - VIDEO

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენისთვის, ოქტომბერში, ფრონტის წინა ხაზზე იქნება.

,,მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელშიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ. 

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო - მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system