თავში

რა შეზღუდვა მოიხსნება 13 ივლისიდან

რა შეზღუდვა მოიხსნება 13 ივლისიდან
რა შეზღუდვა მოიხსნება 13 ივლისიდან

ორშაბათიდან, 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

,,მე ვფიქრობ, რომ ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში, დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან, გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები გახდა ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეში.

ასევე, გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

მიიღეს გადაწყვეტილება საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გახსნის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system