თავში

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა - PHOTO

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა
სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა - PHOTO

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი ელჩია, რომელმაც დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან ვირტუალურ ფორმატში გადასცა. დედოფალი ვიდეო ჩართვაში მონაწილეობდა უინძორის სასახლიდან.

როგორც ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ალისტერ ჰარისონმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system