თავში

სოფიო კილაძე: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა

სოფიო კილაძე: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა
სოფიო კილაძე: ნაციონალური მოძრაობის მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა

როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ და თეა წულუკიანს ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე და პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა. კილაძის განცხადებით, არ არის გასაკვირი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტის დარბაზში არ იმყოფება.

"2011 თუ 2012 წელს 140 გარდაცვლილი პატიმარი გვყავდა. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაცინალური მოძრაობის“ რეჟიმს. მაშინდელი სახელისუფლებო გუნდიდან არავინ იყო, რომ ეს ხმა გაეგონა და ამ ადამიანებისთვის რაიმე ნაბიჯი გადაედგა. სამწუხაროდ, ამიტომ გვყავდა, როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, 2010 წელს 144 გარდაცვლილი პატიმარი, 2011 თუ 2012 წელს 140 გარდაცვლილი პატიმარი. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს“. ამიტომ ვერ გაბედავდა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთი წარმომადგენელი აქ მოსვლას და „ქართული ოცნებისთვის“ პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აქტუალიზებას. მართალია, შუბლზე ძარღვის გაწყვეტა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალება, რასაც რეალურად თვითონ აკეთებდნენ, მათთვის უცხო არ არის, ამის მიუხედავად პრაგმატული იყო მათთვის დღეს აქ არმოსვლა" - განაცხადა კილაძემ. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტს ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს აცნობს, რომელსაც იუსიტიციის მინისტრიც ესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system