თავში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარდამჭერ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარდამჭერ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარდამჭერ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა

ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა. 

მან აღნიშნა, რომ ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system