თავში

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს
სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს.

არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები გაიმართა 24 ნოემბერს, ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში.

სოფო კილაძე აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

"გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში. ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო," - წერს სოფო კილაძე Facebook-ზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა.

სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

ბავშვის უფლებათა კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system