თავში

სოხუმი თავდამსხმელს თბილისს გადასცემს - სერგეი შამბა

სოხუმი თავდამსხმელს თბილისს გადასცემს - სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. ამის შესახებ მან გამოცემა SOVA-ს განუცხადა.

სერგეი შამბა არარეალურს უწოდებს თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში გადასვლას. 

დე ფაქტო მდივნის თქმით, რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. SOVAS-ს კითხვაზე, დაკავების შემთვევაში გადასცემს თუ არა აფხაზური მხარე დამნაშავეს თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”.

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system