თავში

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 300-მდე მომიტინგეა შეჭრილი - PHOTO

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 300-მდე მომიტინგეა შეჭრილი - PHOTO
სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 300-მდე მომიტინგეა შეჭრილი - PHOTO

სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა, რომლის მინაწილეები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას ТАСС- ის ავრცელებს. 

 დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში რჩება 9 იანვარს შეჭრილი 300-მდე ადამიანი. 

 საპროტესტო აქცია 9 იანვარს, დღისით დაიწყო. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან წასვლას რ აპირებს. 

 "დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. სავარაუდოდ დოკუმენტს კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრიან. სესიის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system