თავში

NDI: 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI: 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 24%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 19% ფიქრობს, რომ ქვეყანას განვითარების სწორი კურსი აქვს აღებული. 

,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) და CRRC–საქართველო ამ წუთბში მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აცნობენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობისა და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

შეგახსენებთ, ,,ენდიაიმ"-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მედიას ბოლოს 2019 წლის სექტემბერში გააცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system