თავში

სრულად გამოთაყვანდნენ - სააკაშვილი "ოცნებაზე"

სრულად გამოთაყვანდნენ - სააკაშვილი "ოცნებაზე"
სრულად გამოთაყვანდნენ  - სააკაშვილი ოცნებაზე

"მოკლედ ბრიუსელში ჩასვრაც, ჩვენი ბრალი ყოფილა. სრულად გამოთაყვანდნენ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით, "ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას.

როგორც ხელაშვილმა განაცხადა, ბრიუსელში ყველას უკვირს, "ნაციონალური მოძრაობის" მიდგომა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

"ამ თემაზე „ქართული ოცნება“ ძალიან წელგამართულია, რადგან ჩვენ ძალიან მეთოდურად მივუყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ყველა პუნქტს და შევასრულებთ კიდეც. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვამბობთ ოპოზიციაზე და ამაში გვეთანხმებიან ევროპელი კოლეგები. ცოტა პარადოქსული მიდგომა აქვთ, განსაკუთრებით ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს - "ნაციონალურ მოძრაობას". ისინი ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, მაგრამ დაბეჯითებით ითხოვენ მის შესრულებას. ეს მიდგომა ბრიუსელში ყველას ძალიან უკვირს" - აცხადებს ხელაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system