თავში

სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას - ირაკლი ღარიბაშვილი
სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში.

"16 მარტს გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, სადაც ჩვენ წარმოვაჩენთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშნელოვან პროგრესს არაერთი მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო რომ დიდად ვაფასებთ მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system