თავში

სტოლტენბერგი: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ

სტოლტენბერგი: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ
სტოლტენბერგი: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაცია განვიხილეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. NATO ამას პასუხობს საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდით, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და ჰაერში. გასულ კვირას NATO-ს საჰაერო ხომალდი ამერიკულ დანაყოფებთან ერთად ატარებდა წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში. საქართველო და უკრაინა ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. მნიშვნელოვანია მათი სამხედრო კონტრიბუცია ჩვენს მისიებში.

ეს მინისტერიალი ატარებს მხარდაჭერის მესიჯს. დღეს ჩვენ კვლავ განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამები და ვაძლიერებთ მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system