თავში

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა - პრეზიდენტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა - პრეზიდენტი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა“ , – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system