თავში

"სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა" - ნიკა გვარამია

"სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა" - ნიკა გვარამია
სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა.

"ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.

სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით, ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური, რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.

ასევე, ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.

საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ომბუდსმენის წარმომადგენელის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.

დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system