თავში

"სტრატეგია აღმაშენებელი" 27-საათიან უწყვეტ ტურნეს იწყებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" 27-საათიან უწყვეტ ტურნეს იწყებს
სტრატეგია აღმაშენებელი 27-საათიან უწყვეტ ტურნეს იწყებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" 27-საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, არჩვენებამდე ცოტა დრო დარჩა და სურს ამ დროში მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან შეხვედრა. 

მისი თქმით, მომდევნო 27 საათის განმავლობაში რამდენიმე რაიონში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას გააცნობს. 

"რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! – იმიტომ, რომ 27 „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია, ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, რათა დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე. ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system