თავში

"სტრატეგია აღმაშენებელი" იმავე პოზიციაზეა, რაც ორი თვის წინ ჰქონდა - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელი" იმავე პოზიციაზეა, რაც
სტრატეგია აღმაშენებელი იმავე პოზიციაზეა, რაც ორი თვის წინ ჰქონდა - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელს" იგივე შეხედულება აქვს, რაც ორი და ერთი თვის წინ ჰქონდა. ოპოზიციის 90 პროცენტზე მეტი, ორი თუ სამი ადამიანის გარდა, არის იმავე შეთანხმების მომხრე, რაზეც ვიყავით შეჯერებული - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, კარგი იქნება თუ მოლაპარაკებები უახლოეს კვირეებში შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სტრატეგიას შეცვლიან და სხვა საკითხებზე შეჯერდებიან. 

"სტრატეგია აღმაშენებელს“ იგივე შეხედულება აქვს, რაც ორი და ერთი თვის წინ ჰქონდა. ოპოზიციის 90 პროცენტზე მეტი, ორი თუ სამი ადამიანის გარდა, არის იმავე შეთანხმების მომხრე, იმავე  საკითხებზე, რაზეც ვიყავით ერთი თვის წინ. რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ამაზე მოლაპარაკება არ გამართულა, ამიტომ, სხვა საკითხების განხილვას რატომ ვიწყებთ. ჯერ ამაზე მოვილაპარაკოთ ან ვერ მოვილაპარაკოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. მეორე მხარე არ მოსულა ჯერ. ჩვენ, ოპოზიციამ სამი კომპრომისული ვარიანტი მივიტანეთ ერთ საკითხზე, შესაბამისად, ჯერ არც ერთი არ განხილულა. ათი კომპრომისი ხო არ უნდა მივიტანოთ არა? ვართ იმავე პოზიციებზე. თუ შედგება უახლოეს კვირებში ეს მოლაპარაკებები, ძალიან კარგი, თუ არა- შევცვლით სტრატეგიას და შევჯერდებით სხვა საკითხზე", – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system