თავში

"სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდებმა შარლ მიშელს მიმართვა გაუგზავნეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდებმა შარლ მიშელს მიმართვა გაუგზავნეს
სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდებმა შარლ მიშელს მიმართვა გაუგზავნეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შარლ მიშელს მიმართვა გაუგზავნეს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სურთ ჰქონდეთ ქვეყანა, საიდანაც მათი მშობლები საზღვრებს მიღმა არ წავლენ სამუშაოდ და რომელსაც ექნება ევროპული მომავალი. 

"28 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება. მან ამ ნაბიჯით უარი თქვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და ინტეგრაციაზე. 

ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდები აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებაში, ჩვენ გვინდა გვქონდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა განვითარებისა და განათლების. 

ჩვენ გვინდა გვქონდეს ქვეყანა, სადაც ჩვენი მშობლები საზღვრებს მიღმა არ წავლენ სამუშაოს საძიებლად. გვინდა გვქონდეს ქვეყანა, სადაც მოხუცებს ექნებათ ღირსეული ცხოვრების პირობები. 

ჩვენ ასეთ ქვეყანას მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობაში ვხედავთ. ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ყველა მი პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

“სტარტეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდებს გვინდა ხმა მივაწვდინოთ ბატონ შარლ მიშელს, პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის (შეთანხმება მისი დამსახურებით იქნა მიღწეული) და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, მოახდინოს დროული რეაგირება და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი, რაც აიძულებს ხელისუფლებას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია ახალგაზრდების მიმართვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system