თავში

"სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩის" პოზიციას არ ეთანხმება - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩის" პოზიციას არ ეთანხმება - ჩიხლაძე
სტრატეგია აღმაშენებელი გირჩის პოზიციას არ ეთანხმება - ჩიხლაძე

"გირჩის" ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე "სტრატეგია აღმაშენებელი" მათ პოზიციას არ ვეთანხმებით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "გირჩი" რეალობას არის აცდენილი , თუმცა ეს მათი პოზიციაა და რაც უნდათ ის შეუძლიათ მოითხოვონ.

"გირჩი" თავისუფალი პოლიტიკური ძალაა, ესაა მათი პოზიციაა და რაც უნდათ ის მოითხოვონ. ამ ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე "სტრატეგია აღმაშენებელი"მათ პოზიციას არ ვეთანხმებით. რაც ჩამოთვლილია, მაგალითად, შერიფების არჩევა, ბუნებრივი ბარიერი და ა.შ. ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა მემორანდუმში ჩვენც გვაქვს ნახსენები და, სხვათა შორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის უმეტესობა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ეთანხმება იგივე სასამართლო რეფორმას. უბრალოდ, ეს არ არის ის საკითხები, რომლებიც ამ შემთხვევაში განიხილება. ვფიქრობ, აცდენილია, მაგრამ ეს მათი პოზიციაა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, "გირჩმა" შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system