თავში

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტში"უმაღლესი განათლების შესახებ" პროექტი დაარეგისტრირა

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტში"უმაღლესი განათლების შესახებ" პროექტი დაარეგისტრირა
სტრატეგია აღმაშენებელმა პარლამენტშიუმაღლესი განათლების შესახებ პროექტი დაარეგისტრირა

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში ნასამართლევი პირის რექტორობა იკრძალება, -  ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ინიციატივა რექტორის არჩევის წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, რექტორის არჩევა უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების მიერ პირდაპირი არჩევნების წესით, ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ინიციატივა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ის, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, ასრულებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიცემულ პირობას, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შიმშილობდნენ.

"უნდა ხდებოდეს რექტორების არჩევა და არა დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system