თავში

სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი - ირაკლი კობახიძე

სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი - ირაკლი კობახიძე
სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი - ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბი არ მოძებნოს.

„ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. საინტერესო დისკუსია შედგა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია, თუმცა, სხვა საკითხების განხილვაც გრძელდება, იმედი გვაქვს, ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system