თავში

,,სწორი ნაბიჯი და ტონი" - იან კელი გახარიას გადადგომაზე

,,სწორი ნაბიჯი და ტონი" - იან კელი გახარიას გადადგომაზე
,,სწორი ნაბიჯი და ტონი  - იან კელი გახარიას გადადგომაზე

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა - უფრო მეტი დაპირისპირება“, - წერს კელი  „ტვიტერში“.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system