თავში

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ახალი დელეგაცია ჰყავს

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ახალი დელეგაცია ჰყავს
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ახალი დელეგაცია ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ქვეყნის ახალი დელეგაციის შემადგენლობა. დელეგაციას  გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს. 

დელეგაციის მთავარ შემადგენლობაშია: გიორგი ხელაშვილი, კახა კახიშვილი და დავით მათიკაშვილი. სარეზერვო გუნდში იყვნენ ლევან მგალობიშვილი, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი 1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა. 

2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system