თავში

სუბარი: რუსთავის ციხეში, უნდა პრემიერად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად

სუბარი: რუსთავის ციხეში, უნდა პრემიერად გამოაცხადოს
სუბარი: რუსთავის ციხეში, უნდა პრემიერად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, უნდა პრემიერმინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. 

სუბარის თქმით, სააკაშვილმა დღეს ვერ გაბედა ეთქვა, რომ ჩამოვა.  

"ვერ გაბედა თქვას, რომ ჩამოვა იმიტომ, რომ ვერ ჩამოვა, იმიტომ, რომ არის მშიშარა, ეშინია მართლმსაჯულების ისევე, როგორც ეშინოდა მაშინ იმ თვითმფრინავის, ტალახში რომ ფორთხავდა. ჩვენ მაინც გვინდა, რომ ჩამოვიდეს, შეუძლია - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, უნდა პრემიერმინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, შესაბამის სკიპრას გაუმზადებენ. თქვა, რომ კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს, აღიარებს შეცდომებს, დანაშაულებს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლომ მას სამართლიანად მიუსაჯა ის, რაც მიუსაჯა," - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს, სააკაშვილმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება.

7 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ რემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მხოლოდ ბოდიში არ კმარა და სურს შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცეს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნდება იმ პირობებში, როცა მისი დაბრუნება დაპირისპირებას არ გამოიწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system