თავში

სულ მალე თბილისი იქნება გამორჩეული ქალაქი - კალაძე

სულ მალე თბილისი იქნება გამორჩეული ქალაქი - კალაძე
სულ მალე თბილისი იქნება გამორჩეული ქალაქი - კალაძე

დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქს აქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონები გაჩნდეს.

"გარემოს დაცვის პოლიტიკა, თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა იმის მკაფიო მაგალითია, რომ, თუკი არსებობს მიზანი და მის გარშემო გაერთიანებულია კომპეტენტური გუნდი, გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. სულ მალე თბილისი ნამდვილად იქნება გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი, სადაც განვითარება და აღმშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი გარემოს დაცვითი სტანდარტების კვალდაკვალ გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს კომფორტულად ცხოვრების საშუალება ექნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system