თავში

სურვილია, ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს - კახა კუჭავა

სურვილია, ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს - კახა კუჭავა
სურვილია, ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს - კახა კუჭავა
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს,რ ომ მისი სურვილია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი საერთო კანონპროექტი დარეგისტრირდეს, რომელიც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კონსესუსის შედეგად შეჯერდება. 

"მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან და ბჭობენ იმ საკითხებზე, რომელიც ერთიანი საარჩევნო რეფორმა უნდა იყოს და უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. არის სხვადასხვა მოსაზრებები, არის მსჯელობა, მე ამ პროცესის მონაწილე არ ვარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ჩემი სურვილი იქნება, რომ საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდეს ერთი კანონი, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები. დღესაც იმართება შეხვედრა, დაველოდოთ, ამის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული პასუხები გავცეთ ამა თუ იმ შეთანხმებას თუ უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უკვე დასრულების შემდეგ წარმოიშვას“- თქვა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარეს თქმით რეფორმა უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system