თავში

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სუს-ი განცხადებას ავრცელებს
სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მახლაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

"ამ წუთებში, 1 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მახლაზ ჯანელიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"
- აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system