თავში

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სუს-ი განცხადებას ავრცელებს
სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თვალთვალი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თვალთვალი. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენები ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: SZ-303-SZ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა. საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე",-აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system