თავში

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს
სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში". - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად მუშაობას განაგრძობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system