თავში

სუს-ში პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სუს-ში პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სუს-ში პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ. მათ ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დირექტორმა გიორგი ვაშაკიზემ მიმდინარე პროექტების, სასწავლო პოგრამებისა და კურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწებოდნენ სასწავლო პროცესს, მოესმინათ ცენტრის საქმიანობის, გეგმების და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია. მათ, ასევე, დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა.

ვფიქრობთ, რომ არის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის სხვადსხვა პროექტის, ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების კუთხით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system