თავში

სუსი: ცხინვალის КГБ-ს განცხადება მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციაა

სუსი: ცხინვალის КГБ-ს განცხადება მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციაა
სუსი: ცხინვალის КГБ-ს განცხადება მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ  ქართულ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. 

" 5 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ხაშურის რაიონის დასახლებული პუნქტის ყობის მხრიდან, სადაც ქართული პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული, სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს, არ არის მსხვერპლი და არც დაზიანებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

 როგორც report.ge -ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული მორიგი დეზინფორმაციაა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“,- აცხადებენ სუს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system