თავში

სვლა აღარ დარჩა, უნდა დათანხმდეს - ვოლსკი მელიაზე

სვლა აღარ დარჩა, უნდა დათანხმდეს - ვოლსკი მელიაზე
სვლა აღარ დარჩა, უნდა დათანხმდეს - ვოლსკი მელიაზე

გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიას გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკა მელია შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის. ვოლსკის შეფასებით ნიკა მელიასა და "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებებით მოგებული რუსეთი რჩება. 

"პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის ის როლი და ფუნქცია, რაც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული... რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამის გარშემო უნდათ, რომ შექმნან გაურკვეველი სიტუაცია... აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გარეშე ძალა ვინც არის გამოდის რუსეთი და ფაქტობრივად, ფეხაწყობით არის ეს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ნაცმოძრაობა." - განაცხადა ვოლსკიმ. 

ნიკა მელიას ადვოკატი კი აცხადებს, რომ გირაოს ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system