თავში

შოთა ხაბარელი: აუცილებელია ვიმსჯელოთ, როგორი საარჩევნო მოწყობა გვსურს

შოთა ხაბარელი: აუცილებელია ვიმსჯელოთ, როგორი საარჩევნო მოწყობა გვსურს
შოთა ხაბარელი: აუცილებელია ვიმსჯელოთ, როგორი საარჩევნო მოწყობა გვსურს

,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები იკრიბებიან. 

როგორც პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა,მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება, მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

,,საინტერესო წინადადებაა, ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია აპრობირებული. აუცილებელია ვიმსჯელოთ, როგორი საარჩევნო მოწყობა გვსურს"- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

,,ოცნების" ოფისში სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system