თავში

თაკო ჩარკვიანი: ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ

თაკო ჩარკვიანი: ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ
თაკო ჩარკვიანი: ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ

ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე.

„პარლამენტში შესვლა არ შეიძლება. მე დღეს თამამი ვარ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს თქვენგან მოცემული მანდატი, თამამად გეტყვით, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ. მინდა ვთხოვო ასევე ჩემს კოლეგებს, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, არ შევდივართ, ესეიგი არ შევდივართ. თუ აღმოჩნდება ის ერთი თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის წინაშეა. რუსთაველზე მოსვლა ხმების დაცვა ჯერ კიდევ არაა, ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა, აი ესაა ვაჟკაცობა“,-აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა ამომრჩეველთა 56,მთელმა 77 მეასედმა პროცენტმა.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ხმათა გადანაწილება ასეთია:

"ქართულიოცნება" - 48.05%

"ერთიანინაციონალურიმოძრაობა - გაერთიანებულიოპოზიცია" - 27.07%

"ევროპულისაქართველო" - 3.79%

"პატრიოტთაალიანსი" - 3.18%

"ლელო" - 3.17%

"სტრატეგიააღმაშენებელი" - 3.15%

"გირჩი" - 2.92%

"მოქალაქეები" - 1.34%

"ლეიბორისტულიპარტია" - 1%

პირველივე ტურში 30 მაჟორიტარული ოლქიდან, 14 მაჟორიტარობის კანდიდატმა გადალახა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 50 პროცენტი, ხოლო 16 საარჩევნო ოლქში მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

ოპოზიცია არ აღიარებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system