თავში

"თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება" - რაქვიაშვილი

"თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება" - რაქვიაშვილი
თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება - რაქვიაშვილი

"პირადად მე, არ მაწყობდა შალვას ასეთი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, იმედი მქონდა, რომ არ მოიქცეოდა ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, როგორც მოსულა პოლიტიკაში, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდა – ასე ხდება", - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

"რაც შეეხება აწიოკებას – თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა ისედაც პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება. ცხადია, ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად ვიღაც მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს. თუ ადამიანებს მოსწონთ საქმისადმი ასეთი მიდგომა, მაშინ რას იზამ", – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავს.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე პარტიაში მსჯელობენ.

"ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system