თავში

თალაკვაძე: არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ

არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ
თალაკვაძე: არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ

"ხატია დეკანოიძის მოსმენით ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი ამომრჩეველია დაინტერესებული, სხვას მის მოსასმენად არ სცალია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში შესაძლო არაკანონიერ შეღწევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, განცხადება დეკანოიძის მხრიდან არის იაფფასიანი მანევრი ყურადღების მისაპყრობად.

"ყველას აქვს თავის საქმე, ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ხატია დეკანოიძემ წუხელ საარჩევნო შტაბში უკანონო შეღწევის ფაქტის შესახებ Facebook-ის გვერდზე დაწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system