თავში

თალაკვაძე: აშშ და "ქართული ოცნება" მხარს უჭერს დიალოგს

თალაკვაძე: აშშ და "ქართული ოცნება" მხარს უჭერს დიალოგს
თალაკვაძე: აშშ და ქართული ოცნება მხარს უჭერს დიალოგს

„დღეს მოცემულობა არის ასეთი - ამერიკის შეერთებული შტატები და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს და ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, გადის დიალოგიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

 მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ პარტნიორებთან ოპოზიციასთან დიალოგსა და მმართველი გუნდის შეთავაზებაზე ისაუბრა.

ამერიკელ კოლეგებთან გვქონდა საუბარი ჩვენს გადაწყვეტილებებზე და გეგმებზე, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ და პირდაპირ გეტყვით, რომ მათი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და ამ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეთავაზება - 100/50 არის კომპრომისული და სამართლიანი. ჯერ კიდევ აშშ-ში წასვლამდე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მზად ვართ განხილვისთვის, შემდეგი დიალოგისთვის და ოპოზიციამ, როგორც ჩანს, იჩქარა და ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, რომ გადის დიალოგიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system