თავში

თალაკვაძე ბრიყვულად ვაჭრობას ცდილობდა - ბოკერია

თალაკვაძე ბრიყვულად ვაჭრობას ცდილობდა - ბოკერია
თალაკვაძე ბრიყვულად ვაჭრობას ცდილობდა - ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სრულიად გაუგებარია, ამ დრომდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ბოკერიას თქმით, თალაკვაძეს "ეს ბრიყვული ვაჭრობა" არ გაუვიდოდა არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანთან და პოლიტიკოსთან. 

„სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, რადგან არ აღიარებენ ამ სამარცხვინო მოპარული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას, ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არც ერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რაც შეეხება მომავალს, დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ახლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის. ყველას გვჭირდება, როცა გარემოებები მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system