თავში

თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე

თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე
თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე

"როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ასევე ყველაფერს აკეთებს, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

"თუმცა, გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე.

გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ, დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ყველა ბავშვი სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიიღებს ერთჯერად ორას ლარიან დახმარებას. ჩვენ ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ დამატებით სამასი ლარით ერთჯერადად 80 ათას თვითდასაქმებულ ადამიანს და გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ სტუდენტებს, 150 ათასი სოციალური ქულის ფარგლებში. ყველა სტუდენტი მიიღებს ერთი სემესტრის დაფინანსებას სახელმწიფოსგან, დამატებით, ის სტუდენტები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტების სტატუსი გადაუხდელობის გამო, მიიღებენ სახელმწიფოსგან ერთწლიანი საფასურის დახმარებას, რაც 1225 ლარს მოიცავს. და ასევე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო დაფარავს ყველა ოჯახის კომუნალურ გადასახადს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში," - განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system