თავში

თალაკვაძე: ჩვენი, როგორც მეგობრული ქვეყნის სურვილია, დაცული იყოს უსაფრთხოება

თალაკვაძე: ჩვენი, როგორც მეგობრული ქვეყნის სურვილი, დაცული უსაფრთხოება
თალაკვაძე: ჩვენი, როგორც მეგობრული ქვეყნის სურვილია, დაცული იყოს უსაფრთხოება

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყარაბაღში მიმდინარე პროცესს და, იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო რეგიონში მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და მას სურს, უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული. 

"მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე, რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ ჩვენი საქართველოს, როგორც მეგობრული ქვეყნის ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას უკიდურესად დაიძაბა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system