თავში

არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მრავალსექტორული თანამშრომლობისა და დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს. არჩილ თალაკვაძემ ევროკომისარს საარჩევნო, განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა იყო.

იოჰანეს ჰანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა დაუდასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system