თავში

თალაკვაძე: გარწმუნებთ, ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში

თალაკვაძე: გარწმუნებთ, ოპოზიციწილეობას საპარლამენტო პროცესში
თალაკვაძე: გარწმუნებთ, ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში

"მე გარწმუნებთ თქვენ, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პოლიტიკურ ველზე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში.

"ვიცი, რომ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებით, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ", - განაცხადა თალაკვაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისზე ან რამდენ ადამიანზეა საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ დარწმუნებლია "ეს იქნება პარტია და არა მხოლოდ ერთი და ორი პოლიტიკური პარტია". 

პოლიტიკური ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ამ დრომდე უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. სახელისუფლო პარტიისა და მის ოპონენტებს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო დიპლომატების ფასილიტაციით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system