თავში

თალაკვაძე გოცირიძეს: გადაგეხედათ კანონისთვის, რომელსაც თქვენთვის ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს

თალაკვაძე გოცირიძეს: გადაგეხედათ კანონისთვის, რომელსაც თქვენთვის ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს
თალაკვაძე გოცირიძეს: გადაგეხედათ კანონისთვის, რომელსაც თქვენთვის ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს

კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაგეხედათ კანონის მოქმედი რედაქციისთვის, რომელსაც სხვათაშორის თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებში, - ასე გამოეხმაურა, ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის კრიტიკას

"ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არსებობს ძალიან მარტივი ტესტი: თვლით თუ არა თქვენ, რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?"- მიმართა თალაკვაძემ გოცირიძეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თალაკვაძეს უპასუხა, რომ მას აქვს მოსაზრება იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელმა შეზღუდვამ გაამართლა და რომელმა არა.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

პროექტის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system