თავში

თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან მოქალაქეები

თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან მოქალაქეები
თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან მოქალაქეები

"თქვენი დარღვეული კანონების საფასურს დღემდე იხდიან საქართველოს მოქალაქეები," - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, რომან გოცირიძეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, "ნაციონალურ მოძრაობაში" ფული შეაგროვონ, რათა დარღვევებისთვის სახელმწიფოს გადასახდელი გადაიხადონ.

"ბოლო თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს არ ვასრულებთ? სანამ ჩვენ დაგეხმარებით, სჯობს, პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რაც სახელმწიფოს გადასახდელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანამდე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ ასრულებს.

"თქვენ არ განაცხადეთ კანონის მიღებიდან მეორე დღეს, მოდით, პარტიებმა მემორანდუმი გავაფორმოთ და 25-მეტრიან რადიუსში არცერთი პარტია არ იყოს საარჩევნო უბანთანო? თქვენ არ იყავით, რომ ეს ინიციატივა კანონში არ შეიტანეთ? ახლა გთავაზობთ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების დროს ესეც შევიტანოთ კანონში. მემორანდუმს შეასრულებთ, როდესაც კანონებს არ ასრულებთ? მემორანდუმს ვენდოთ, ამ ფარატინა ქაღალდს, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე არღვევთ შეთანხმებას?" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system