თავში

თალაკვაძე: გუნდი ნამდვილად განახლდება

თალაკვაძე: გუნდი ნამდვილად განახლდება
თალაკვაძე: გუნდი ნამდვილად განახლდება

გარწმუნებთ, რომ გუნდი ნამდვილად განახლდება, იქნებიან ახალი სახეებიც, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

" რას გავაკეთებთ მომავალში, როდესაც ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზე და მეორე, ავუხსნათ ხალხს, ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ პოლიტიკურ გუნდში.

ამ მიმართულებით ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, გარწმუნებთ, რომ გუნდი ნამდვილად განახლდება, იქნებიან ახალი სახეებიც, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც.

ჩვენი თვითმიზანი არ არის თანამდებობები და კონკრეტულ პოზიციაზე ყოფნა, ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები“, - თქვა "იმედის" ეთერში არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system