თავში

თალაკვაძე: ირაკლი შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში ექნება მხარდაჭერა

თალაკვაძე: ირაკლი შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში ექნება მხა
თალაკვაძე: ირაკლი შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში ექნება მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ ძალიან ეფექტურად ჩაატარა გამოძიებები. ამის შესახებ მან საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შერჩევის კომენტირებისას ისაუბრა. 

„როგორც კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები პროკურატურასთან მიმართებაში და დაზარალებულებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ კითხვები მასთან, როგორც მთავარ პროკურორთან, მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არ არის სკამი და თანამდებობა. მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. შემდეგ იცით, რომ გამოძიება გაგრძელდა, ის აღარ იყო ჩართული ამ გამოძიებაში და გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა. როგორც იკვეთება დაზარალებულთა განცხადებებიდან, კითხვები არის მოხსნილი, შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ გუშინ შეარჩია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system