თავში

თალაკვაძე: კარანტინის წესის დამრღვევბის მიმართ სანქიცები ამოქმედდება

თალაკვაძე: კარანტინის წესის დამრღვევბის მიმართ სანქიცები ამოქმედდება
თალაკვაძე: კარანტინის წესის დამრღვევბის მიმართ სანქიცები ამოქმედდება

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. აუცილებელია, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და წარმატებით შეძლო ამ შემთხვევების მართვა. თითოეული ასეთ შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მამუკა მდინარაძეს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას და მნიშვნელოვანია ამ შედეგის გაფრთხილება.

„საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას. ვითარება, რომელიც ახლა არის, ეს არის ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგი. ჩვენ თითოეული მოქალაქე უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას" - განაცხადა თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system