თავში

თალაკვაძე: ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას დემოკრატიას

თალაკვაძე: ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, დემოკრატიას
თალაკვაძე: ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას დემოკრატიას

"ჩვენი მიზანი არის, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, გავიმარჯვოთ პირველ ტურში ყველგან. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ მეორე ტურიც არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ სადმე, გამონაკლის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება მეორე ტური, მეორე ტუშიც სამართლიან პროცესებში ჩარვერთვებით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან გაზრდილია/ 

"ხელისუფლება ერთი მხრივ უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ ხელისუფლება არავის მისცემს საშაულებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ზუსტად 08:00 საათზე ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system